ახალი ამბები
კალაძე: სამეგრელომ კარგად იცის, როგორი იყო მაფიოზურ-კლანური, ძალადობრივი მმართველობა
ზუგდიდში „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით პარტიის გენელაური მდივანი თბილისის მერი კახა კალაძე გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„სამეგრელო ის რეგიონია, რომელმაც კარგად იცის, როგორი იყო მაფიოზურ-კლანური, ძალადობრივი მმართველობა. ძალიან რთული იყო მაშინ განსხვავებული აზრის ხმამაღლა დაფიქსირება, თუმცა სამშობლოს სიყვარულით თქვენ ეს შეძელით. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით მოვახერხეთ, შეგვეცვალა ძალადობრივი რეჟიმი. ბოლო წლებში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა რეგიონში, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად რჩება ეკონომიკური განვითარება. ქვეყანას სჭირდება ახალი სამუშაო ადგილები, ძლიერი ეკონომიკა უნდა გახდეს რეგიონების და ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების საფუძველი. ჩვენ უნდა ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო, თავისუფალი მოქალაქეებით, სადაც კანონი იქნება უზენაესი. ამაში კი თითოეული მოქალაქის როლი არის განსაკუთრებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.



ზუგდიდის კულტურის ცენტრ „ოდიშში“ „ქართული ოცნების“ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და გენერალური მდივანი თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ, რომელთაც ზუგდიდი ჟურნალისტებთან კომენტარის გარეშე დატოვეს.

დღეს პარტიამ ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, დელეგატები და ბიურო აირჩია. თავმჯდომარის პოსტს ზუგდიდის მერი ლაშა გოგია დაიკავებს.


ამავე თემაზე:

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კონფერენციის შემდეგ ზუგდიდი უკომენტაროდ დატოვეს (ვიდეო)
Print