ახალი ამბები
გალში შერეული შეხვედრა დაიწყო
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დაიწყო. გალში გადასვლამდე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ის თბილისის დელეგაციას დღეს პირველად ხელმძღვანელობს. მისი თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად საუბარი შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ კანჯი ოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხსა და ბოლო თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებს.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმში ქართულ, აფხაზურ და რუსულ მხარეებთან ერთად მონაწილეობენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები.

Print