რეგიონი
გენადი გაგულია დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ - მინისტრად მესამედ დაინიშნა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია გახდა. ამის შესახებ „პრეზიდენტის“ ვებგვერდი იუწყება. მანამდე ამ თანამდებობას ბესლან ბარციცი იკავებდა. რაულ ხაჯიმბას ბრძანებით, „ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე მინისტრები საკუთარ უფლებამოსილებებს შეასრულებენ“. 

გენადი გაგულია 2005 დე ფაქტო აფხაზეთის სავაჭრო - სამრეწველო პალატას ხელმძღვანელობდა.

პირველად დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას სათავეში გაგულია 1995 წელს ჩაუდგა და ამ თანამდებობაზე ორი წელი დაჰყო. მეორდ 2002 - 2003 წლებში. რაულ ხაჯიბას პრეზიდენტობის პერიოდში ეს უკვე მეოთხე პრემიერ - მინისტრია. 2014 წლიდან. დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტს ბესლან ბუტბა, არტურ მიქვაბია და ბესლან ბარციცი ხელმძღვანელობდნენ.


Print