ახალი ამბები
ანთაძე: ოთხოზორიას საქმეზე რუსული მხარის პასუხი იყო დუმილი
სანამ არ აღსრულდება სამართალი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის მიმართ, ეს საკითხი იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი, როგორც გალის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის ფორმატში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გალში ინციდენტების პრევენციისა მათზე რეაგირების ფარგლებში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ანთაძემ განუცხადა.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თქმით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა სასტიკად მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი ოღლის სამართლებრივად დასჯის საკითხი.

„რუსული მხარის პასუხი კანჯი-ოღლის საკითხზე იყო დუმილი. მათი მხრიდან არანაირი რეაქცია არ ყოფილა. მინდა აღვნიშნო, რომ ოკუპირებულ რეგიონებში პასუხისმგებლობა ეკისრება ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას“, - აღნიშნა ანთაძემ.

მორიგი შერეული შეხვედრა გალში 18 მაისს გაიმართება.

Print