ახალი ამბები
აიხილე თვალები, შეაჩერე ძალადობა - აქცია ზუგდიდში (ფოტო)
ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდის ბულვარში აქცია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორის „ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის“ პროექტის „ოჯახში ძალადობის შემცირების“ წარმომადგენლის სოფიო კერესელიძის თქმით, დღევანდელი საინფორმაციო აქციის მიზანი ძალადობის შემცირებაა.



„ჩვენი მიზანია მსხვერპლს მოვუწოდოთ, დაარღვიონ დუმილი. ბევრი სახელმწიფო სერვისი აძლევს მათ ცხოვრების ხელახლა დაწყების შესაძლებლობას. გვინდა გამოვეხმაუროთ ამ ძალიან რთულ პრობლემას და მივცეთ შესაძლებლობა, რომ სერვისების შესახებ ინფორმაცია ჰქონდეთ“, - აღნიშნა კერესელიძემ.

მისივე თქმით, სახელწმიფო ფონდი მსხვერპლ ქალებს ისეთ მომსახურებებს სთავაზობს, როგორიცაა, თავშესაფარი, სამედიცინო თუ იურიდიული დახმარება და სხვა.



ღონისძიებაზე „თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ორგანიზაციის სოციალური მუშაკის ცაბუნია ვართაგავას თქმით, მსგავსი კამპანიები მნიშვნელოვანია ძალადობის დასაძლევად.

„ჩვენც ვმუშაობთ ქალთა უფლებებზე და ყველასერთად შეგვიძლია ოჯახში ძალადობა შევამციროთ“, - თქვა ვართაგავამ.



აქციის მონაწილეებმა ქუჩაში სიანფორმაციო ბუკლეტებთან ერთად ბუშტები დაარიგეს.


აქციის ორგანიზატორების თქმით, პროექტის, რომელსაც USAID ახორციელებს, მსგავსი ღონისძიება სხვადასხვა ქალაქშიც გაიმართება.

Print