ახალი ამბები
აფხაზეთის ომში დაკარგული მებრძოლების ნეშტებს დღეს დაკრძალავენ
1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას გაუჩინარებული მებრძოლების ნეშტებს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. აფხაზეთიდან გადმოსვენებული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტის ამოცნობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა.

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 12:00-15:00 საათამდე გაიმართება. 16:00 საათზე კი მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

“წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომლის მუშაობაშიც ჩართულია დევნილთა და განსახლების სამინისტრო. საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 11 ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული 148 ადამიანის ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია და ეს პროცესი გრძელდება”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ამავე თემაზე:

აფხაზეთის ომში დაკარგული კიდევ 22 ნეშტია ამოცნობილი
Print