ახალი ამბები
ზუგდიდში ფაროსანას შესაწამლი აპარატები გაქურდეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის გადმოცემული სპეციალური ტექნიკის ნაწილი, რომლის საშუალებითაც აზიური ფაროსანა უნდა შეწამლონ, გაქურდეს. სურსათის ეროვნული საგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას ინფორმაციით, 5 ერთეული ტექნიკიდან აკუმულატორები ამოიღეს.

„თერმო ნისლის მანქანებიდან არის ამოღებული აკუმულატორები, თუმცა ტექნიკა უკვე მწყობრშია, რომ დაგეგმილი ღონისძიებები განხორციელდეს. ასევე, თუ საჭირო გახდა, დამატებითაც გადაეცემა მუნიციპალიტეტს შესაბამისი ტექნიკა“, - აღნიშნა ლიპარტიამ.




სპეციალური ტექნიკა საწყობში იყო განთავსებული. ზუგდიდის მერიაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ აღნიშნული მანქანები სეს-ს ეკუთვნის და ინფორმაციას ვერ დაადასტურებენ. 

შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 10 ერთეული სპეციალური ტექნიკა გუშინ გადაეცა. 

ამავე თემაზე:

ზუგდიდს ფაროსანას შესაწამლად 10 ერთეული სპეციალური ტექნიკა გადაეცა
Print