რეგიონი
სტამბოლში მოკლული მამაკაცის ოჯახი: თურქეთში მწყემსად იყო წასული (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი 47 წლის ლუხუმ ჯანჯარია, რომელიც სტამბოლის ერთ-ერთ სკვერში მოკლული იპოვეს, მეზობელ ქვეყნაში მწყემსად იყო წასული. ოჯახის ინფორმაციით, ის თურქეთში 12 აპრილს წავიდა და ჩასვლის მეორე დღიდან ეძებდნენ.

„სამუშაოდ ჩემმა მეზობელმა წაიყვანა, ის დახვდა და მიიყვანა ერთ-ერთ სოფელში, სადაც მწყემსად უნდა ემუშავა. მეორე დღე ამ ჩემმა მეზობელმა დაურეკე თავის ცოლს და უთქვამს, ეს რა გიჟი გამოუშვითო, ამბობს აქ ვერ დავრჩები, უნდა წავიდეო. როგორც მითხრეს, ჩაუსვამთ ავტობუსში და გამუშვიათ, ტაქსის მულიც კი მიუციათ. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება... პრაქტიკულად ჩასვლის მეორე დღიდან ვეძებდით“, - უთხრა რადიო "ათინათს" გარდაცვლილის მამიდაშვილმა ლელა კვარაცხელიამ.

ოჯახის წევრებს ამ ინფორმაციის არ სჯერათ. მათ ეჭვი აქვთ, რომ მკვლელობა არა სტამბოლში, არამედ იმ სოფელში მოხდა, სადაც სამუშაოდ ჩავიდა.

გარდაცვლილის დედა საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს და ამბობს, რომ ამჟამად მათი ერთადერთი მოთხოვნა საქმის ობიექტური გამოძიება და დამნაშავეების დასჯაა.



ქალაქ იზმირში სამუშაოდ წასული ლუხუმ ჯანჯარია სტამბოლის სკვერში ყელის არეში მიყენებული ჭრილობებით მოკლული იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანებები სახეზეც აღენიშნებოდა. შს სამინისტროს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით თურქულმა მხარემ გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა რა მუხლით, ჯერჯერობით, უცნობია.

გარდაცვლილის ცხედარი საქართველოში უკვე გადმოასვენეს. მას, ექსპერტიზა, სავარაუდოდ, ქუთაისში უტარდება.


ამავე თემაზე:

სტამბოლში მოკლული მამაკაცი კახათის მკვიდრია


Print