ახალი ამბები
ფოთში ერთი პირი პოლიციელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს
26 აპრილს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,ქრთამის მიცემის ფაქტზე, ქ.ფოთში მცხოვრები ბ.ტ. დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა 21-24 აპრილს ქალაქ ფოთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ფოთის საქალაქო სამმართველოს მალთაყვის პოლიციის განყოფილების თანამშრომელს შპს „სანო“-ს კუთვნილი ლითონის მიმღებ პუნქტში დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისგან თავის შეკავების სანაცვლოდ ყოველთვიურად გარკვეული თანხის გადახდა შესთავაზა.

„დაგეგმილი და განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2018 წლის 26 აპრილს, თანხის გადაცემის შემდეგ ბ.ტ. ბრალდებულის სახით დანაშაულის ჩადენის ადგილზე იქნა დაკავებული“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

Print