რეგიონი
შსს-მ თურქეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტოში თურქეთში საქართველოს მოქალაქის, ზუგდიდის მუინიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრის ლუხუმ ჯანჯარიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყებაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა. სამინისტროში საქმის სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

ქალაქ იზმირში სამუშაოდ წასული ლუხუმ ჯანჯარია სტამბოლის სკვერში ყელის არეში მიყენებული ჭრილობებით მოკლული იპოვეს. გარდაცვლილის ცხედარი საქართველოში უკვე გადმოასვენეს. მას, ექსპერტიზა, სავარაუდოდ, ქუთაისში უტარდება.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, 47 წლის ლუხუმ ჯანჯარია მეზობელ ქვეყანაში მწყემსად იყო წასული. ის თურქეთში 12 აპრილს ჩავიდა და ახლობლების მას მეორე დღიდან ეძებდნენ.


ამავე თემაზე:

სტამბოლში მოკლული მამაკაცის ოჯახი: თურქეთში მწყემსად იყო წასული (ვიდეო)
Print