ახალი ამბები
ზუგდიდისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ზუგდიდისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, თანამშრომლობის ფარგლებშ, ააიპ ბოტანიკურ ბაღების მართვის ცენტრი და ააიპ ბათუმის ბოტანიკურ ბაღი ერთმანეთს გამოცდილებასა და ინფორმაციებს გაუზიარებენ. გარდა ამისა, თანაშრომლობა მოიცავს სამეცნიერო-კვლევით სფეროებს, ერთობლივი სამეცნიერო გამოცემებისა და კონფერენციების ორგანიზებას; თანამშრომლობას კულტურულ-საგანმანათლებლო, ტურიზმის, ეკოლოგიური განათლებისა და ბუნებისდაცვით საკითხებში. ამასთან, ააიპ-ები მცენარეების კონსერვაცის, ინტროდუქციის, მცენარეთა თესლების, ნერგებისა და კალმების ურთიერთგაცვლის საკითხებში ითანამშრომლებენ.

მემორანდუმს ხელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ ბოტანიკურ ბაღების მართვის ცენტრის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ და ააიპ ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ მოაწერეს.



შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.


Print