ახალი ამბები
ანაკლიაში მედიისა და სამოქალაქო სექტორისთვის ინფო ტური მოეწყო (ფოტო, ვიდეო)
ანაკლიაში, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის” ინიციატივით მედიისა და სოციალურ თემებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის ინფო ტური მოეწყო. ტურის მონაწილეებს ‘ანაკლიის განვითარების კონსორციუმმაც“ უმასპინძლა.



ინფო ტურში 15 სამოქალაქო სექტორის ლიდერი და 10 მედია საშუალების ჟურნალისტი მონაწილეობდა. სტუმრებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი მშენებლობის მიმდინარე პროცესი დაათვალიერეს.



მოგვიანებით მათ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებისაგან ორგანიზაციის მიზნებისა და გამოწვევების შესახებ პრეზენტაციას მოისმინეს.



„ამ ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ტერიტორიის მომზადება. სტუმრების ძირითადი ინტერესის სფერო იყო მიმდინარე სამუშაოები, ვადები, შემდეგი ეტაპები, განვითარება, პორტის კონცეფცია. მათ ასევე აინტერესებდათ ის ფაქტორები, რაც მშენებლობის ინიცირებაზე მოქმედებს, ასევე, გარემოზე ზემოქმედება, სოციალური ფონი... ვფიქრობ, რომ მოკლედ და კონკრეტულად ყველა კითხვას პასუხი გაეცა“, - აღნიშნა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ადრეული სამუშაოების პროექტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჯიქიამ.


ინფო ტურის მიზანი სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება და ადგილობრივი თემის გაძლიერებასა და საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობაზე ერთობლივი ზრუნვა იყო.



„უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ინტერესი გამოიწვია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გრანდიოზულმა პროექტმა, რომლის განხორციელება დაიწყო. ეს უკავშირდება ღრმაწყოვანი პორტის აგებას, რომლის ანალოგი შავის ზღვის აკვატორიაში არ არსებობს. ეს იქნება საქართველოს ვაჭრობისა და ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვენლოვანი ფაქტორი. ჩვენ აქ მოვედით არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციები, რათა გაგვეგო, რა იქნება ,რა პოტენციალია დასაქმებისათვის და როგორ შეიძლება ისარგებლოს ადგილობრივმა მოსახლეობამ. მსგავიის პროექტები კარგი ბიძგია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და ყველა რესურის მობილიზებული უნდა იქნას, რათა განხორციელდეს საუკუნის პროექტი ანაკლიის პორტი“, - თქვა საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აღმასრულებელმა დირექტორმა“ ნუკრი მილორავამ.



ინფო ტურში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები სამეგრელო-ზემო სვანეთისა და საქართველოს სხვა რეგიონებში ახორცილებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სოციალ-ეკონომიკურ პროექტსს დევნილი და მასპინძელი თემის, მოწყვლადი ჯგუფების, ახალგაზრდებისა და სხვათა მიმართ, რომელთა დონორები საერთაშორისო, ადგილობრივი თუ სამთავრობო ორგანიზაციები არიან.

Print