რეგიონი
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები იწყება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო იწყებს წამლობით ღონისძიებეს სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონებში. ინფორმაციას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

30 აპრილს, დილის 7 საათიდან დაიწყება დამუშავება შემდეგი სოფლებში:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები: ცაიში, შამგონა;

ხობის მუნიციპალიტეტი: სოფელი საგვიჩიო;

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდი ხორში, მენჯი;

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლები: კეთილარი, პირველი მაისი, სუჯუნა;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები: ნიგოითი, ქვიანი, ჯაპანა;

ვანის მუნიციპალიტეტის სოფლები: ყუმური , შუამთა, ჭვიში , ჯაგანჭვიში;

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლები: ტოლები, დაბლაგომი, საჯავახო

ამავე ცნობით, ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით დამუშავდება.

უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ წინასწარ ეცნობება მოსახლეობას, ინფორმაცია გავრცელდება მედიის საშუალებითაც.

ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, წამლობის პროცესის დასრულებამდე არ გამოუშვან სკებიდან ფუტკარი!

ქიმიური წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. ამ მიზნით მუნიციპალიტეტების მიხედვით მობილიზებული და გადანაწილებულია ტექნიკა. პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბში, ელექტრონულ ბაზაში. ასევე დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.parosana.ge

Print