რეგიონი
გელა თოლორაია საკრებულოს სხდომას რამდენიმე წუთით დაესწრო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა განახლდა. მას საკრებულოს და ყოფლი „ნაციონალური ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გელა თოლორაიაც ესწრებოდა, თუმცა მან დღის წესრიგის მხარი დაუჭირა და სხდომა მალევე დატოვა. დეპუტატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებდა, თუმცა დარბაზში დაბრუნდება თუ არა, უცნობია. საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს წარმომადგენლები არ იმყოფებიან.



რამდენიმე საათის წინ საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების გამო გადაიდო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა თოლორაიას დასწრება გააპროტესტეს. მათი თქმით, თოლორაიამ მანდატი მათი პარტიის ხმებით მოიპოვა და უფლებას არ მისცემენ სხდომებს, როგორც "ევროპული საქართველოს" დეპუტატი დაესწროს.

ამავე თემაზე:

ბათლომე შელია: ენმ-ს წევრები აქ იმიტომ შეიკრიბნენ, რომ გელა თოლორაია დასაჯონ (ვიდეო)
Print