რეგიონი
კვლევა: რადიო “ათინათი” სმენადობის მხრივ ლიდერთა შორისაა
საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კვლევის მიხედვით, რადიო "ათინათი" მსმენელთა რაოდენობის მხრივ ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. რეგიონულ რადიო მაუწყებლებს შორის კი, აჭარის შემდეგ, მეორე ადგილზეა.

ამავე კვლევით მიხედვით, "ათინათი" უსწრებს ისეთ რადიო სადგურებს როგორებიცაა: საზოგადოებრივ მაუწყებელი, "პალიტრა", "რადიო თავისუფლება" და სხვა. ლიდერ პოზიციებს იკავებენ შემდეგი რადიოები: "ფორტუნა", "არდაიდარდო", "ფორტუნა +", რადიო "იმედი'', "ავტორადიო", "დარდიმანდი", "აფხაზეთის ხმა", "აჭარა", "ათინათი"და ა.შ.



კვლევის მიზანი იყო მოსახლეობის პრიორიტეტების დადგენა, მათ შორის, თუ რომელი ჟანრის გადაცემებს ანიჭებს მსმენელი უპირატესობას, რომელი თემატიკის გადაცემის დეფიციტს განიცდის ქართული რადიო სადგურები, საზოგადეობაში დამოკიდებულება და მოთხოვნა კერძო სპეციალიზებული რადიო მაუწყებლობის თემატიკისადმი და ა.შ.

საველე სამუშაოებში ჩართული იყო 50 ინტერვიუერი. საეთო ჯამში გამოიკითხა 2 700 რესოპდენტი. გამიკითხულთა უმეტესობა რადიოში უფრო ხშირად შემდეგი სახის გადაცემების მოსმენას ისურვებდა: თანამედროვე ტექნოლოგიები, სპორტული , შემეცებითი , მუსკილური,კულინარიული, პოლიტიკური და ა.შ.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიამ ზემოაღნიშნული კვლევის ჩატარება მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანია "ინოვამ" განახორციელა.

Print