ახალი ამბები
ქალმა, რომელიც სკოლის დირექტორს შვილის ცემაში ადანაშაულებს, საიას მიმართა
მაკა ქარდავამ, რომელიც ზედა ეწერში მდებარე აფხაზეთის სკოლის დირექტორს შვილის ცემაში ადანაშაულებს, ახალგარდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისს მიმართა. ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის ჯემალ ჭკადუას თქმით, ამ ეტაპზე მათ მოქალაქეს მხოლოდ კონსულტაცია გაუწიეს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, საქმეში ჩასართავად მზად არიან.

„ფიზიკური ძალადობა არის დანაშაული, ისევე, როგორც მოწმეზე რამე სახის ზეწოლა და თუ დადგინდება აღნიშნული ფაქტები, უნდა დადგეს ბრალდებულის პასუხიმგებლობაც. რაც შეეზება მუქარას და ზეწოლას, არ აქვს მნიშვნელობა, სარჩელს გამოიტანს თუ არა მომჩივანი, საგამოძიებო ორგანო ვალდებულია, დაიწყოს ძიება“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჭკადუა.

თავად მაკა ქარდავა ამბობს, რომ ამბის გახმაურების შემდეგ მისი ოჯახის წევრებთან ფარული ნომრით სხვადასხვა ზარი ხორციელდება, მათი შინაარსი კი ერთია.

„გვეუბნებიან, ჯობდა მშვიბობიანად მოგვეგვარებინა, ახლა რაც მოგივათ, თქვენს თავს დააბრალეთო“, - აღნიშნა ქარდავამ.

ის ხვალ მუქარის შემცველ ზარებთან და ზეწოლასთან დაკავშირებით პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავს.

მოქალაქე მაკა ქარდავა აფხაზეთის #15 სკოლის დირექტორს 19 წლის შვილის ცემაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, ზაზა კოკაია მას საპატრულო პოლიციის შენობის წინ ფიზიკურად გაუსწორდა.აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარჰყოფს თავად ზედა ეწერის სკოლის დირექტორი ზაზა კოკაია. მას დეტალებზე საუბარი არ სურს და ამბობს, რომ ყველა კითხვაზე პასუხს გამოძიება გასცემს.შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება ორი, 126-ე ძალადობისა და 187-ე სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში სკოლის დირექტორს ცემაში ადანაშაულებენ
Print