რეგიონი
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი რჩება (ვიდეო)
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი - 7, 25 % დატოვა. ამის შესახებ დღეს ზუგდიდის ტექნოპარკში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, რეფინასირების განკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტმა დღეს მიიღო.

„როგორც მოსალოდნენლი იყო, ერთჯერადი ფაქტორების ძირითადი ნაწილის განეიტრალებასთან ერთად, 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებლი შემცირდა და მარტში 2.8 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზით, წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი - 3%-ით შენარჩუნდება. ფინასურ ბაზარზე გამოვლენილი ბოლო პეროდის მერყეობის ფონზე გაიზარდა ჩვენი სავაჭრო პარტნორი ქვეყნების რუსეთისა და თურქეთის ინფლაციის გადმოცემის რისკები. შედეგად, ამ ეტაპისა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შეენარჩუნებინა“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ასევე 2018 წლის დასაწყისში ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, წინასწარი შეფასებით, მარტის თვეში რეალურმა ზრდამ წლიურად 5,6 % პროცენტი შადგინა, ხოლო პირველ კვარტალში 5,2 % იყო. გვენეტაძის მოსაზრებით, გასული წლის მსგავსად, მიმდინარე წელსაც ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებაა მოსალოდნელი.

ჟურნალისტებმა ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს ამ თემასთან დაკავშირებით კითხვები დაესვეს, მათ შორის რისკებისა და დაგეგმილი რეგულაციების შესახებ.

გვენეტაძის ცნობით, რეგულაციებთან დაკავშირებით ფინასურ ინსტიტუტებთან მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს. მისივე თქმით, მსესხებლის შემოსაველბი და საკრედიტო ისტორია აუცილებლად უნდა იქნეს შესწავლილი.

„ხშირ შემთხვევში სესხები გაიცემა ისე, რომ არ ხდება მსესხებლის გადახდისუნარიანობის შესწავლა. ნახევარ მილიონმდე მსესხებელს საერთოდ არ უფიქსირდება დასაქმებით ან სხვა ფორმით მიღებული შემოსავალი. ასეთი მსესხებლების 45%-ს ვალდებულებებზე მიმდინარე ვადაგაცილება აქვთ. ამ მოცულობით, ფინასური ინსტიტუტებისთვის საფინანსო დანაკარგის რისკი ამ ეტაპზე დაბალია , მაგრამ საყურადღებოა, რომ ყალიბდება ფინასური პრობლემის მქონე მოსახლეობის ზრდა, რაც ნეგატუირად აისახება მოსახელობის კეთილდღეობისა და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე. ყველა ის ზომები, რომელიც არის მიღებული, ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს და 2019 წლიდან ჩვენ უნდა შევუერთდეთ იმ ევრო დირექტივას, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც სესხების გაცემა არ უნდა მოხდეს მსესხებლის შემოსავლიანობის შესწავლის გარეშე“, - განმარტა მან შეხვედარზე.

მონეტარული კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 13 ივნისს გაიმართება.


Print