რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია
დე ფაქტო აფხაზეთის ახალ მინისტრთა კაბინეტს, რომელსაც ახლად დანიშნული პრემიერ - მინისტრი გენადი გაგულია ჩაუდგა სათავეში, 4 ვიცე - პრემიერი და 9 „ძველი“ მინისტრი ჰყავს.

ვიცე - პრემიერებად დაინიშნენ რომან შოუა, ასტამურ ქეცბა და ჯანსუღ ნანბა, რომელიც ამავე დროს ფინანსთა მინისტრი იქნება, ხოლო პირველ ვიცე - პრემიერად - დაურ არშბა. შესაბამის ბრძანებებს რაულ ხაჯიმბამ მოაწერა ხელი.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, „საგარეო საქმეთა სამინისტროს ისევ დაურ კოვე უხელმძღვანელებს, იუსტიციის სამინისტროს - მარინა ფილია, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს - ელვირა არსალია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს - ადგურ კაკობა, თავდაცვის სამინისტროს - მერაბ ქიშმარია, ეკონომიკის სამინისტროს - ადგურ არძინბა, საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს - ლევ კვიცინია, გადასახადების და მოსაკრებლების სამინისტროს - დაურ კურმაზია, შს სამინისტროს - გარი არშბა.

თანამდებობები დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში ჯერ არ დაუკავებიათ „სოფლის მეურნეობის, კურორტების და ტურიზმის, შრომის, დასაქმებისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრებს“.


Print