რეგიონი
ზუგდიდში აკუმულატორების ქურდობაზე სამი პირი დააკავეს
ზუგდიდის ერთ- ერთ სოფელში სამი ახალგაზრდა მამაკაცი ავტომობილების აკუმულატორების ქურდობის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცავების ცნობით, მათ დაკავებისას ნაქურდალი ნივთები აღმოაჩნდათ.

შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

Print