რეგიონი
ფოთში კვების ობიექტს ხანძარი გაუჩნდა
ფოთში, ერთ-ერთ სწრაფი კვების ობიექტს ხანძარი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ობიექტში არსებული ინვენტარი დაზიანდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადამ ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად შეძლო.

შს სამინისტროში რადიო "ათინათს" განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Print