რეგიონი
მოსახლეობის პროტესტის შედეგი: წყალარინების პროექტში ცვლილება შევა
სამეგრელო ზემო–სვანეთის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯერის დათა შელეგიას ინფორმაციით, წყალარინების სისტემაში ინგირის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც საპროტესტო აქცია გამართა, მშენებლობის დასრულებამდე ჩაერთვება. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება წყალკანალმა მერიის შუამდგომლობის შემდეგ მიიღო.

„ეს არის წყალარინების ცენტრალური სისტემა, რომელშიც მხოლოდ ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობის ჩართვაა გათვალისწინებული, თუმცა მერიამ მოგვმართა შუამდგომლობით. ახლა უკვე პროექტში ცვლილებების პროცედურები მიმდინარეობს და 2020 წლამდე ადგილობრივების ნაწილი აბონენტებად მიუერთდება აღნიშნულ სისტემას“, - უთხრა რადიო „ათინათს“ შელეგიამ.

ინგირის მოსახლეობის ნაწილმა აქცია დღეს დილით გამართა. ისინი კანალიზაციის სისტემასთან მიერთებას ითხოვდნენ და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს მუშაობის საშუალებაას არ აძლევდნენ.

ამავე თემაზე:

საპროტესტო აქციის შედეგი ინგირში: წყალარინების პროექტში ცვლილება შევა
Print