რეგიონი
ოქროს ბირჟის მძარცველს ამ დრომდე ეძებენ
ზუგდიდში ოქროს ბირჟის მძარცველი, რომელმაც დიდი ოდენობით ძვირფასეულობა გაიტაცა, ამ დრომდე არ დაუკავებიათ. შს სამინისტროს ცნობით, მის დასაკავებლად აქტიური სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.

გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე, ოქროს ბირჟის ერთ-ერთი დახლიდან ახალგაზრდა მამაკაცმა ე.წ. ბალიშზე განთავსებული ოქროს ნივთები მთლიანად გაიტაცა. მძარცველს გამყიდველები და პოლიციის თანამშრომლებიც გაეკიდნენ, თუმცა მისი დაკავება ვერ მოხერხდა.

ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 178-ე მუხლით არის აღძრული, რაც ძარცვას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში პოლიციელი მძარცველის დევნისას დაშავდა

Print