ახალი ამბები
მძარცველის დევნისას დაშავებული პოლიციელი ზუგდიდის საავადმყოფოში რჩება
ზუგდიდში ოქროს ბირჟის მძარცველის დევნისას დაშავებული სამართალდამცავი, რომელიც, სავარაუდოდ, კარებს შეეჯახა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე, ოქროს ბირჟის ერთ-ერთი დახლიდან ახალგაზრდა მამაკაცმა ე.წ. ბალიშზე განთავსებული ოქროს ნივთები მთლიანად გაიტაცა. მძარცველს გამყიდველები და პოლიციის თანამშრომლებიც გაეკიდნენ, თუმცა მისი დაკავება ვერ მოხერხდა.

ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 178-ე ძარცვის მუხლით არის აღძრული.

ამავე თემაზე:

ოქროს ბირჟის მძარცველს ამ დრომდე ეძებენ
Print