ახალი ამბები
ზაფხულში დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხუთი მატარებელი ივლის
საკურორტო სეზონისთვის სოხუმსა და რუსეთის ქალაქებს 5 მატარებელი დააკავშირებს. ამის შესახებ „სპუტნიკს“ „აფხაზეთის რკინიგზის“ უფროსის მოადგილემ იგორ მარღანიამ განუცხადა. მისი ცნობით, ორი მატარებელი - მოსკოვის, ორი - სანქტ - პეტერბურგის და ერთი სამარის მიმართულებით იმოძრავებს. ამათგან, მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი - „სოხუმი - მოსკოვი“ დადის. პირველი რეისი სანქტ - პეტერბურგი - სოხუმის მიმართულებით 30 აპრილს შესრულდა. ივლისსა და აგვისტოში შემდგენლობა ყოველდღე ივლის.



Print