რეგიონი
ლიტველები დღეიდან "გრუზიას" ნაცვლად "საქართველოს" გვიწოდებენ
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიტვურად საქართველოს სახელწოდება იცვლება. „საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიღებულია ოფიციალური გადაწყვეტილება - ამიერიდან თქვენს ქვეყანას ლიტვურად „საქართველო“ ერქმევა! გილოცავთ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას! ლიტვა-საქართველოს მეგობრობას გაუმარჯოს!“, - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე.

Print