რეგიონი
#ძალაევროპაშია - დისკუსია ზუგდიდში (ფოტო)
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ზუგდიდში თემაზე “ევროინტეგრაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა” დისკუსია გამართა, რომელსაც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი უძღვებოდა. დისკუსიაზე საქართველოს მიერ არჩეულ ევროპულ კურსზე და იმ ე.წ. მითებზე ისაუბრეს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდისთვის ავრცელებს.

შეხვედრაზე ყველა შეთანხმდა, რომ რუსეთი ოკუპანტია, თუმცა მონაწილეების ნაწილის თქმით, პუტინისა და რუსი ხალხის ერთმანეთთან გაიგივება არასწორია, რადგან მათი აზრით, ხალხი პოლიტიკის ნაწილი არ არის.

დისკუსიაზე კამათი ევროინტეგრაციის კონტექსტსში ერთსქესიანთა ქორწინებისა და ლგბტ თემის საკითხმა გამოიწვია. ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელმა ირინა კარტოზიამ ონიანს უთხრა, რომ ის ლგბტ თემის პროპაგანდას ეწეოდა, რის გამოც პროცესტის ნიშნად მან შეხვედრა დატოვა.

„რუსული ანტიდასავლური პროპაგანდა არაფერ შუაშია, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რატომ არის ევროკავშირისგან ასეთი მოთხოვნა. რაც შეეხება რუსულ პოლიტიკასა და ინტეგრაციას, თავს შევიკავებ, რადგან აღელვებული ვარ“, - თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირინა კარტოზიამ.

შეხვედრის მონაწილეების ნაწილი კი თვლის, რომ ეს რუსული პოლიტიკის ერთ-ერთი მითია, რაც ანტიდასავლურ პროპაგანდას ემსახურება.



„ის, რომ რუსეთი ერთმორწმუნე მოძმე ქვეყანაა და აქვს იმის უნარი, რომ საქართველო გახდეს პრორუსული სახელმწიფო, ნონსენსია და მითია, რადგან გეორგიევსკის ტრაქტატიდან დღემდე რუსეთს ჩვენთვის იოტისოდენა კარგიც კი არაფერი გაუკეთებია“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ დავით ლოგუამ.

თავად გიორგი ონიანმა ევროინტეგრაციის პროცესსა და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ე.წ. მითები დასავლეთის „გარყვნილობასთან“ თუ „არატრადიციულობასთან“ დაკავშირებით იმ პროპაგანდის ნაწილია, რომელმაც, შესაძლოა, პროცესი შეაფერხოს. მან დამსწრეებს სწორი აქცენტების დასმისა და ანალიზისკენ მოუწოდა.

რადიო „ათინათის“ კითხვაზე, ხედავს თუ არა რამე პროპგანდის საფრთხეს იმაში, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ზუგდიდის სკოლის იუბილეს აწყობს, ონიანმა გვიპასუხა, რომ შესაძლოა, ღონისძიება პროპაგანდისტულ ნიშნებს შეიცავდეს.

„ყველაზე კარგად სამეგრელოში იციან, რომ ხუბუტია რუსეთის ხელმძღვანელობასთან სიახლოვითაა ცნობილი. შესაძლოა, შეხვედრა რუსეთის მიმართ დადებითი ემოციების გამოვლენის კუთხით გარკვეულ პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებდეს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი ბრძენია და ვერავინ, მით უფრო, ცალკეული ადამიანები ვერ გადარწმუნებს მათ იმაში, რომ რუსეთი ოკუპანტია და ცუდის მეტი საქართველოსთვის არაფერი მოუტანია“, - აღნიშნა ონიანმა.



ცნობისთვის, მიხეილ ხუბუტიას ფინანსური მხარდაჭერით ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლა იუბილეს 30 მაისს აღნიშნავს. ღონისძიებაში მონაწილეობას ქართველი მომღერლები მიიღებენ.

შეხვედრას, რომელიც ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში გაიმართა, მოქალაქეები, ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის თანამშრომლები და სტუდენტები დაესწრნენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.