რეგიონი
გაფიცული მძღოლები სამხარეო ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ
რკინიგზის სადგურთან მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები, რომლებიც მეოთხე დღეა გაფიცულები არიან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შონობასთან შეიკრიბნენ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ითხოვენ შეხვედრას. 

"აქედან არ წავალთ, სანამ ვინმე არ დაგველაპარაკება", - თქვეს მძღოლებმა.

აქციის მონაწილეები ქალაქში მოქმედი სხვა კერძო სადგურების გახსნის კანონიერების დადგენას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ქალაქში მცირე სადგურები უნდა დაიხუროს, რადან ისინი არ აკმაყოფილებენ ავტოსადგურების ფუნქციონირების წესებსა და პირობებს.



ამავე თემაზე: ზუგდიდში მიკროავტობუსების მძღოლები მეოთხე დღეა გაფიცულები არიან (ვიდეო)
Print