რეგიონი
„საქართველო და ევროპა“ ბავშვების თვალებით - ნახატები ასფალტზე და გამოფენა (ფოტო, ვიდეო)
„ევროპის დღეების“ ფარგლებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ორგანიზებით, ზუგდიდში ბავშვებმა ასფალტი მოხატეს და თემატური ნახატები გამოფინეს.




ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ ასოციაცია „ათინათის“ სამოქალაქო კლუბები და ზუგდიდის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელები.



„ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ქვეყანა შეთანხმდა, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა, დასავლური ინსტიტუციები და კარგია, რომ ამ ღონისძიებას ბავშვებიც უერთდებიან, რადგან ევროპა გვაძლევს ძალიან ბევრ შესაძლებლობას, მათ შორის თანამედროვე, კარგ და ხარისხიან განათლებას, რაც სწორედ ამ ადამიანებს, ამ თაობას სჭირდება. ვფიქრობ, რომ საზოგადოება ერთიან აზრზეა დღეს - ყველანი ვცდილობთ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული ინსტიტუციების, ევროკავშირის და ნატოს წევრი“, - აღნიშნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონულმა კოორდინატორმა არჩილ თოდუამ.



„ევროპის დღეები“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 მაისის ჩათვლით იმართება.




Print