რეგიონი
დევნილების უფლებების დასცავად - პერფორმანსი ზუგდიდში (ვიდეო)

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ასოციაცია „დეას“ პროექტის „სამართლიანი და ღირსეული ცხოვრებისთვის“ ფარგლებში, ლაღიძისა და ე.წ. სააფთიაქო

სამმართველოს დასახლებაში მცხოვრებ დევნილთა მხარდასაჭერად პერფორმანსი ჩატარდა.

ღონისძიების ერთ- ერთი ორგანიზატორის ივეტა წითაშვილის თქმით, წარმოდგენის მიზანი დასახლებებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის პრობლემებისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა.

წარმოდგენას ჩასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები, ადგილობრივი და სათემო ორგანიზაციის, ასევე მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღნიშნული პროექტი ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდის (GISU) მიერ არის დაფინანსებული.



 

Print