პირველ საჯარო სკოლაში ევროპის დღე აღნიშნეს (ვიდეო)
16:36 / 09.05.2018
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის
ორგანიზებით, პირველი საჯარო სკოლის ეზოში მოეწყო ფრენბურთის ტურნირი,
ვიქტორინა,
შესრულდა ქართული ცეკვები და სიმღერები. შეკრებილებს სიტყვით
ღონისძიების ორგანიზატორებმა მიმართეს და ევროპის მნიშვნელობაზე
ესაუბრნენ.
"დღეს აღვნიშნავთ ევროპის დღეს, შუმანის დეკლარაციის 68-ე წლისთავს.
ეს დღე აღინიშნება სხვა ქალაქებშიც. როგორც იცით, ღონისძიებები
დავიწყეთ 6 მაისს, დღეს კი გაიმართა სხვადასხვა, მათ შორის, კულტურული
ღონისძიება და ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მდებარე
სკოლების მოსწავლეების ნახატების გამოფენა", - აღნიშნა ევროკავშირის
სადამკვირებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ
ევა პროკშოვამ.
68 წლის წინ, 1950 წლის 9 მაისს, მაშინდელმა საფრანგეთის საგარეო
საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა გადადგა პირველი ნაბიჯი იმ
ორგანიზაციის შექმნისკენ, რასაც დღეს ევროკავშირს ვუწოდებთ. 9 მაისს,
შუმანის დეკლარაციის პრინციპების გათვალისწინებით, ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს ევროპის დღეს.
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოიხსნა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს - თბილი და უნალექო ამინდი.
აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები