რეგიონი
პირველ საჯარო სკოლაში ევროპის დღე აღნიშნეს (ვიდეო)
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის ორგანიზებით, პირველი საჯარო სკოლის ეზოში მოეწყო ფრენბურთის ტურნირი, ვიქტორინა, შესრულდა ქართული ცეკვები და სიმღერები. შეკრებილებს სიტყვით ღონისძიების ორგანიზატორებმა მიმართეს და ევროპის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

"დღეს აღვნიშნავთ ევროპის დღეს, შუმანის დეკლარაციის 68-ე წლისთავს. ეს დღე აღინიშნება სხვა ქალაქებშიც. როგორც იცით, ღონისძიებები დავიწყეთ 6 მაისს, დღეს კი გაიმართა სხვადასხვა, მათ შორის, კულტურული ღონისძიება და ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მდებარე სკოლების მოსწავლეების ნახატების გამოფენა", - აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ევა პროკშოვამ.

68 წლის წინ, 1950 წლის 9 მაისს, მაშინდელმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა გადადგა პირველი ნაბიჯი იმ ორგანიზაციის შექმნისკენ, რასაც დღეს ევროკავშირს ვუწოდებთ. 9 მაისს, შუმანის დეკლარაციის პრინციპების გათვალისწინებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს ევროპის დღეს.

ამავე თემაზე:

„საქართველო და ევროპა“ ბავშვების თვალებით - ნახატები ასფალტზე და გამოფენა (ფოტო, ვიდეო)
Print