რეგიონი
აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეს უვადო პატიმრობა შეუფარდეს
სოხუმის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც "რესპუბილკაში" ნარკოტიკული ნივთიერებების ("მეტადონი") უკანონო შეტანა და გასაღება ედებათ ბრალად, განაჩენი გამოუტანა, - წერს "აფსნიპრესი".

გამოცემის ცნობით, ელდარ მამედოვი, დიმიტრი ნესტერენია და ქემალ ოსმანოვი 2017 წლის 22 თებერვალს სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთში დააკავეს. ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელება ჯერ კიდევ 2016 წლის ოქტომბერში დაიწყეს და ქალაქები: გაგრა, გუდაუთა, ახალი ათონი, სოხუმი და გულრიფშის რაიონი მოიცვეს.

გამოტანილი განაჩენის თანახმად, მამედოვს სასჯელის სახით, უვადო პატიმრობა მიესაჯა და 300 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. ნესტერენიას - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა და 350 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა, ოსმანოვს - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და და 300 ათას რუბლის ოდენობის ჯარიმა.

Print