რეგიონი
რუსეთმა აფხაზეთში ახალი „ელჩი“ დანიშნა
ალექსეი დვორიანინი „აფხაზეთის რესპუბილკაში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად“ დაინიშნა. ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა წარადგინა, წერს „აფსნიპრესი“. 

აღნიშნულ თანამდებობას 2008 წლის 25 ოქტომბრიდან სემიონ გრიგორიევი იკავებდა, რომელმაც მისია  2018 წელს დაასრულა. გამოცემის ცნობით, შეხვედრას „რუსეთის ფედერაციაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი“ იგორ ახბა ესწრებოდა.



Print