რეგიონი
ზუგდიდში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა გრძელდება
ზუგდიდში ცენტრალურ უბანში კომპანია “ჯი ჯი პოინტი” 70 ბინიან საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მრავალბინიან კორპუსში მოეწყობა მიწისქვეშა პარკინგი, ორი სადარბაზო, თანამედროვე ლიფტები, მანსარდები, ღია ვერანდები, კომერციული და საოფისე ფართები.



,,კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ქალაქის შუაგულში გამოირჩევა არქიტექტურით, მშენებლობაში გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალები, ბინა გათვლილია საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზე. საცხოვრებელი ფართების შეძენის მსურველებისთვის კომპანიაში მოქმედებს საბანკო განვადება. მშნებლობა დასრულდება 2018 წლის დეკემბერში, კომპლექსი სეისმურად გათვლილია 9 ბალიან მიწისქვეშა ბიძგებზე. ბინები ბარდება თეთრი კარკასით", – თქვა კომპანიის დირექტორმა გიორგი გარდავამ.





კომპანია „ჯი ჯი პოინტის“ პარტნიორი ტერაბანკი გახდა, რომელიც ბინების შეძენის მსურველებს სესხზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს.

,,მყიდველისთვის უპირატესობა ის არის, რომ სხვა ბანკებთან შედარებით გვაქვს შეღავათიანი პირობები. პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებისგან ბინის შეძენისას შესაძლებელია სესხის განხილვა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ მოხდება შემოსავლების დადასტურება, ‘’ - აღნიშნა ტერაბანკის ზუგდიდის ფილიალის დირექტორმა ლევან ბულიამ.




მშენებარე კორპუსის მისამართი: ზუგდიდის ცენტრი აღმაშენებლის #6 (პირველი სკოლის წინ)

მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დასრულდება .

®️

“ჯი ჯი პოინტი” 70 ბინიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს (R)

Print