ახალი ამბები
რუხში მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს
რუხის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კატასტროფის სამსახურმა დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, პაციენტი გადაყვანისას კონტაქტური იყო, მისი ჯანრთელობის მდგომარეობა კი სტაბილური.

დაშავებულ მამაკაცს დამწვარი აქვს სხეულის ზედაპირის 20%.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურ შეეჯახა, შემდეგ კი გაზის მილს, რის შემდეგაც მანქანა დაიწვა.

ადგილზე დაიღუპა ერთი ადამიანი, მეორე კი დაშავდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

ამავე თემაზე:

რუხში მანქანაში ერთი ადამიანი ჩაიწვა
Print