რეგიონი
ბიძინა Hამოვიდა , ბერა ნუ პოსტავ - ასე ეხმაურებიან ღამის კლუბებში სპეცოპერაციებს ზუგდიდში (ფოტო)
"ბერა, ნუ პოსტავ, ბიძინა Hამოვიდა" - ამ შინაარსის სტენსილებს აკრავენ ზუგდიდის უბნებში ამ წუთებში. ასე „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები წუხელ ღამის კლუბებ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროსტებენ და თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სოლიდარობას უცხადებენ.



„თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ემზარ კვარაცხელიას თქმით, ამ წარწერებს კონკრეტული შინაარსი აქვთ.

„ბიძინა Hამოვიდა - ამ ტექსტით ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ არაფერი იცვლება და ვითხოვთ არა პარტიების, არამედ სისტემურ ცვლილებებს. რაც შეეხება ტექსტს „ბერა, ნუ პოსტავ“ - ეხება იმ ფაქტს, რომ „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავების შემდეგ დაწერილი ბერა ივანიშვილის პოსტის შემდეგ ისინი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ამ შემთხვევაში კი ბერამ „ბასიანის“ შესახებ დაწერა, რომ კლუბი მას არ ეკუთვნის, იმედი აქვს, რომ იქ მომხდარ „მკვლელობებს“ გამოიძიებენ და დამნაშავეებს დასჯიან. შს სამინისტრომ სახელმწიფოს გუშინდელი ქმედებით დაუმტკიცა, რომ კლუბი ბერა ივანიშვილს არ ეკუთვნის“, - უთხრა რადიო „ათინათს“ კვარაცხელიამ.



მისივე შეფასებით, გუშინ მომხდარი ფაქტი არა ნარკორეალიზატორებზე, არამედ გამოხატვის, სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმაა. კვარაცხელაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არა ნარკორეალიზატორების, არამედ იმ ღირებულებების დასაცავად გამოდიან, რაზეც დგას დემოკრატიული სახელმწიფო.

მისივე თქმით, სტენსილებით ქალაქების მოხატვის შემდეგ მათი ნაწილი თბილისში აქციაზე წასვლას გეგმავს.

ამავე თემაზე:

"ჩვენი თავისუფლებისთვის" - აქცია ღამის კლუბებში სპეცოპერაციების შემდეგ (ფოტო)

Print