ახალი ამბები
ცაცხვის საარჩევნო უბნის გარეთ მცირე ინციდენტი მოხდა
ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ცაცხვის საარჩევნო უბნის მიმდებარედ "ევროპული საქართველოს" მიერ დამონტაჟებული გენერატორი გამორთო და გაიქცა, რასაც ოპოზიციური პარტიის წევრების პროტესტი მოჰყვა.

ადგილზე მყოფმა თენგიზ გუნავამ ზუგდიდის მერს მოუწოდა, საკუთარ აქტივისტებს ყურადღება მიაქციონ, რომ მსგავსი ქმედება არ განმეორდეს.

თავის მხრივ, ლაშა გოგიამ ახალგაზრდა მამაკაცის საქციელს ბავშვური ქმედება უწოდა და თქვა, რომ არ იცის, თუ ვინ გამორთო გენერატორი სწორედ ამ გრნერატორით მუშაობს ტელევიზორი, სადაც "ევროპული საქართველოს" მიერ დამზადებული ვიდეორგოლი ტრიალებს. ინციდენტი მალევე ამოიწურა.



კლიპში ნაჩვენებია ამომრჩევლებისთვის ხმის ელექტრონული მიცემის ინსტრუქცია, სადაც ამომრჩველი სწორედ ოპოზიციური პარტიის კანდიდატს ნიშნავს.

ამავე თემაზე:

ხვალ საკრებულოს შუალედური არჩევნები ცაიშის სამ უბანზე ჩატარდება

ცაიშში სამივე უბანი დროულად გაიხსნა

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შუალედურ არჩევნებს ცაიშში აკვირდება (ვიდეო)

ელენე ხოშტარია ცაიშის შუალედურ არჩევნებზე: მთავარი საფრთხე ხმის მიცემის ფარულობა იქნება





Print