რეგიონი
არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ ცაიშში არჩევნები მშვიდ ვითარებაში დასრულდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში არჩევნების პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი და უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე

აკვირდება. ის უკვე იმყოფებოდა სამივე უბანზე. მისი შეფასებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

"როგორც იცით პილოტირება მიმდინარეობს ელექტრონული ხმისმთვლელის. საკმაოდ არიან დამკვირვებლებიც... მედია მუშაობს დილიდან და ვფიქრობ, რომ არჩევნები ასეთივე მშვიდ ვითარებაში დასრულდება", - აღნიშნა თალაკვაძემ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. სამივე საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში 2 819 ამომრჩეველია რეგისტრირებული, დროულად და ექსესების გარეშე გაიხსნა. ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობს, რაც სიახლეა და ის ქვეყნის მასშტაბით პირველად ხდება.

ამავე თემაზე:

ცაიშში სამივე უბანი დროულად გაიხსნა

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შუალედურ არჩევნებს ცაიშში აკვირდება (ვიდეო)

 

Print