ახალი ამბები
ცაიშში საარჩევნო უბნებთან C ჰეპატიტისა და აივ შიდსის უფასო ანალიზები ტარდება
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცაიშში, არჩევნების პარალელურად აივ ინფექციის/ შიდსზე, ტუბერკულოზსა და C ჰეპატიტზე უფასო ანალიზები ტარდება. სოფლის ამბულატორიის ექთანის რიმა ხორავას ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამა სოფელში თვეზე მეტია ხორციელდება.

„იქიდან გამომდინარე, რომ ამბულატორიებში ხალხი არ მოდის და არ სარგებლობენ ამ შესაძლებლობით, არჩევნების დღეს გადავწყვიტეთ საარჩევნო უბნებთან მოსვლა და აქ უფასო ანალიზების ჩატარება“, - აღნიშნა ხორავამ.

დღეს ცაიშში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენია: გოდერძი კუკავა - "ბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველო", ბაჩუკი ნარუშვილი - "თავისუფალი საქართველო" და თენგიზ ალმასია - "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".

Print