რეგიონი
საოლქო კომისია: 15:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 33, 24% შეადგინა
ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ცაიშში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე 15:00 საათის მონაცემებით საკუთარი ნება 937 ადამიანმა გამოხატა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 33,24% შეადგინს. საოლქოში ამბობენ, რომ ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი საშუალოა. თემის სამ საარჩევნო უბანზე სულ 2 819 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ცესკოს ცნობით, კენჭისყრის პროცესს 20 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 77 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 10 დამკვირვებელი აკვირდება. 13 მაისის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტაცია გაიარა 15 მედიასაშუალების 255-მა წარმომადგენელმა.

ცაიშში დღეს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. საკრებულოს წევრობისთვის სამი კანდიდატი გოდერძი კუკავა "ბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველოდან", ბაჩუკი ნარუშვილი "თავისუფალი საქართველოდან" და "ქართული ოცნებიდან" თენგიზ ალმასია იბრძვის.

ამავე თემაზე:

ცესკო: 12 საათის მონაცემებით ცაიშში ამომრჩევლების აქტივობამ 16, 74% შეადგინა

Print