რეგიონი
ცაიშში საარჩევნო უბნები დაიხურა
ცაიშში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი დასრულდა. სამივე საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა.  აქ ჟამში 2 819 ამომრჩეველია რეგისტრირებული. დამკვირვებლების შეფასებით, კენჭისყრის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა.

არასამთავრებო ორგანიზაცია "კარგი მართველობის ინსტიტუტის" წარმომადგენელი ირაკლი სირბალაძე არჩევნების მიმდინარეობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ პროცესებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მან ელექტრონულად ხმის მიცემის პროცესს წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.

ამ ეტაპზე ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

ცაიშში სამივე უბანი დროულად გაიხსნა

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შუალედურ არჩევნებს ცაიშში აკვირდება (ვიდეო)

ელენე ხოშტარია ცაიშის შუალედურ არჩევნებზე: მთავარი საფრთხე ხმის მიცემის ფარულობა იქნება

ცესკო: 12 საათის მონაცემებით ცაიშში ამომრჩევლების აქტივობამ 16, 74% შეადგინა

საოლქო კომისია: 15:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 33, 24% შეადგინა






Print