რეგიონი
სამეგრელოში რეგისტრირებულ 800 დევნილ ოჯახს ცხოვრება სოფელში სურს
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია სამეგრელოში რეგისტრირებული 800 დევნილი ოჯახის განაცხადს განიხილავს, რომელსაც სოფელში სახლის შესყიდვა სურს. რადიო „ათინათს“ დევნილთა სამინისტროში უთხრეს, რომ კომისიას ამ დროისთვის 350-მდე დადებითი გადაწყვეტილება აქვს მიღებული და განაცხადის განხილვა გძელდება. პროექტის „სოფლად სახლის“ ფარგლებში, დევნილი ოჯახი კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავად არჩევს.

„სოფლად შესყიდულ სახლებს თან ახლავს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს“ -, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, იმ დევნილი ოჯახებს კი, რომლებსაც სამინისტრომ „სოფლად სახლი“ უკვე შეუსყიდა, მცირე ბიზნესის დასაწყებად 10 000 ლარის ფარგლებში, გრანტები გადაეცემათ.



Print