ახალი ამბები
ზუგდიდში თბილისისკენ მიმავალი ცენტრალური გზა გადაკეტილია
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია. გზა, იუსტიციის სახლის ყოფილი შენობის მიმდებარედ, ორივე მხრიდან არის გადაკეტილი. ადგილობრივების თქმით, მოძრაობის შეზღუდვა ბიძინა ივანიშვილის მიერ ქალაქიდან დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანას უკავშირდება. მათივე ცნობით, მცენარეები, რომლებიც კერძო პირისგან მიაქვთ, წასაღებად უკვე გამზადებულია და ისინი სპეციალურ მანქანაზეა განთავსებული.

მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არა აქვთ. მათ გვირჩიეს, რომ საკითხის გასარკვევად საავტომობილო გზების დეპარტმანეტისთვის მიგვემართა.

თავის მხრივ, ზემოაღნიშნულ დეპარტამენტში აცხადებენ, რომ თბილისი-ზუგდიდის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვა მათ არ დაუწესებიათ და ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ამჟამად მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 30-მდე ასწლოვანი ხე შეიძინა. შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში მცენარეები კომპანია "ვი- სი- ვის" გადააქვს.

ამავე თემაზე:

სოფელ კახათში ხეების ტრანსპორტირებისას ელექტრო და გარე განათების ბოძები დაზიანდა (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
25 / აპრილი 2024
ქალაქ ფოთის საკრებულოს დღევანდელი სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
25 / აპრილი 2024
აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია ვარაუდობს, რომ დასავლეთი სანქციებს დაუწესებს რუსული ავიაკომპანიებს, რომლებიც სოხუმის აეროპორტში იფრენენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 36 °C
img
სოხუმი 31 °C
img
ფოთი 29 °C
img
მესტია 19 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.