ახალი ამბები
აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრაობა აღდგა (ფოტო)
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა, რომელიც, თითქმის ორი საათი იყო პარალიზებული, მალევე აღდგა. ადგილობრივების თქმით, გზის გადაკეტვა ბიძინა ივანიშვილის მიერ ქალაქიდან დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანას უკავშირდებოდა. მათივე ცნობით, მცენარეები, რომლებიც კერძო პირისგან მიაქვთ, წასაღებად უკვე გამზადებულია.



ამავე ტერიტორიაზე ჩამოხსნილია სარეკლამო ბანერები.



შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოებს მერია ახორციელებს, თუმცა მერიაში ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. მათ გვირჩიეს, რომ საკითხის გასარკვევად საავტომობილო გზების დეპარტმანეტისთვის მიგვემართა.თავის მხრივ უწყებაში აცხადებდნენ, რომ თბილისი-ზუგდიდის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვა მათ არ დაუწესებიათ და ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ამჟამად მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 30-მდე ასწლოვანი ხე შეიძინა. შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში მცენარეები კომპანია "ვი-სი- ვის" გადააქვს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში თბილისისკენ მიმავალი ცენტრალური გზის გადაკეტილია
Print