რეგიონი
ზუგდიდში ქალის ძარცვის ფაქტზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ
ზუგდიდის იუსტიციის შენობის წინ მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოში ქალის გაძარცვის ფაქტზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ქალი საკუთარ სახლში შედიოდა, რა დროსაც მას უცნობი მამაკაცი დაესხა თავს და წაართვა საფულე, რომელშიც 2000-მდე ლარი იდო. შემთხვევა 5 მაისს გვიან ღამით მოხდა.

Print