ახალი ამბები
ხვალ ზუგდიდში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით 17 მაისს ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება. საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების ზუგდიდის სადროშოს ხელმძღვანელის გიგა ქორთუას ინფორმაციით, ჯვარს ერთდროულად 9 წყვილს დაწერენ.

„ამაღლების დღესასწაულსა და ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით პატრიარქის კურთხევით საყოველთაო ჯვრისწერას ხვალ ზუგდიდიც შეუერთდება.წყვილების უმრავლესობა 40-დან 65 წლამდეა. მათ ილია მეორეს ხელმოწერით ჯვრისწერის მოწმობაც გადაეცემათ“, - თქვა ქორთუამ.

მისივე თქმით, აღნიშნული ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება და წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება. საქართველოს მასშტაბით საყოველთაო ჯვრისწერა თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში გაიმართება.

Print