რეგიონი
დადიანების ეზოში ქანდაკების დაზიანების ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებიათ
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის შესასვლელ ჭიშკართან მდგარი კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკების დაზიანების ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 187-ე ნივთის დაზიანების ან გადანგურების მუხლით მიმდინარეობს.

რამდენიმე კვირის წინ ზუგდიდში ქალ- ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება დააზიანეს და კვარცხლბეკიდან ჩამოადგეს.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, სკულპტურას აღადგენენ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერია: დაზიანებულ ბრინჯაოს ქანდაკებას აღვადგენთ
Print