რეგიონი
ზუგდიდში დღეს ჯვარი შვიდმა წყვილმა დაიწერა (ვიდეო/ფოტო)
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა. სულ ტაძარში დღეს ჯვარი შვიდმა წყვილმა დაიწერა. რიტუალი იმ მეუღლეებისთვის ჩატარდა, ვისაც თანაცხოვრების განმავლობაში ამ დრომდე ჯვარი არ დაუწერია.

„ადამიანები, რომელთაც ადრეც არ იყვნენ ჯავრდაწერილები, ცდილობენ, რომ თავიანთი ოჯახის სიწმინეში ამყოფონ და ასე გაზარდონ თავისი შვილები. ყველას ვულოცავ ამაღლების დღესასწაულს და ოჯახის სიწმინდის დღეს. ამ დღეს იქნება საყოველთაო ჯვრისწერები, ნათლობები და ეკლესია სახელმწიფოს ერთ-ერთი საფუძვლის- ოჯახის სიმტკიცისთვის ყველაფერს გააკეთებს“, - აღნიშნა მამა მალხაზ ჭანტურიამ.



თავის მხრივ, წყვილებმა საყოველთაო ჯვრისწერის ორგანიზატორებს და ინიციატორებს მადლობა გადაიხადეს.
„36 წელია, ოჯახი შევქმენით და ჯვრისწერა, სამწუხაროდ, დაგვიგვიანდა. ეს ყველა ქრისტიანი ოჯახისთვის აუცილებელია და მინდა მადლობა ვუთხრა ინიციატორებს“, - თქვა ნანული ქირიამ.




საყოველთაო ჯვრისწერას ორგანიზება ჩოხოსანთა საზოგადოების ზუგდიდის სადროშომ გაუწია.




„ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით პატრიარქის კურთხევითა და ჩოხოსანთანს საზოგადოების ინიციატივით საყოველთაო ჯვრისწერას ზუგდიდიც შეუერთდა. მომავალშიც, ვისაც სურვილი ექნება, ამ დღეს შეუძლია, საყოველთაო ჯვრისწერას შეუერთდეს და ჯვარი დაიწეროს,“ - თქვა სადროშოს ხელმძღვანელმა გიგა ქორთუამ.



აღნიშნული ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება და წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება. საქართველოს მასშტაბით საყოველთაო ჯვრისწერა თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონშიც გაიმართა.

ამავე თემაზე:

ხვალ ზუგდიდში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება
Print