რეგიონი
გალში მორიგი შერეული შეხვედრა მიმდინარეობს
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგ შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი ოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთიძემ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლამდე განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაზეც ისაუბრებენ.

შერეულ შეხვედრაზე ქართული, აფხაზური და რუსული მხარეების გარდა ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

Print