რეგიონი
სუს:ოთხოზორიას მკვლელთან დაკავშირებით აფხაზური მხარის პასუხი გაურკვეველია (ვიდეო)
სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის თქმით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის მიმართ სამართლის აღსრულების მოთხოვნაზე აფხაზური მხარის პასუხი გაურკვეველი იყო. ამის შესახებ ანთაძემ ჟურნალისტებს გალის შერეული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

“ჩვენი მხრიდან ინტენსიურად იყო აღნიშნული საკითხი დაყენებული და მათ კიდევ ერთხელ გავაცანით სახელმწიფოს მტკიცე პოზიცია, თუმცა, პასუხი გაურკვეველი იყო”, -აღნიშნა ანთაძემ.

ხვალ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ორი წელი სრულდება.

Print